|
2020-04-01 14:23:34, 1146 ნახვა
საზოგადოება
ცქიტიშვილი - ვიღებთ ინფორმაციას კერძო სუბიექტებისგან, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ დასტური, რომ მათი საქმიანობა წარმოებისთვის აუცილებელია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სამინისტრო რეგიონული შტაბების დონეზე იღებს ინფორმაციას კერძო სუბიექტებისგან, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ დასტური, რომ მათი საქმიანობა წარმოებისთვის აუცილებელია. მინისტრმა ბიზნესის წარმომადგენლებს მიმართა და მოუწოდა გაითავისონ ყველა ის საფრთხე, რომელიც ამ ეტაპზე ნათელი არ არის. „სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვაქვს 115 შემთხვევა მაშინ, როდესაც გუშინ მხოლოდ 100 შემთხვევა გვქონდა. თქვენ ხედავთ, რომ ეპიდემიის გავრცელება უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე მანამდე. სამწუხაროდ, როგორც ჩვენ ვიცით ბევრი ქვეყნის მაგალითზე და ასევე ჩვენი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებისგან, ეპიდემიის გავრცელება გაგრძელდება თუ ჩვენ არ მივიღეთ ძალიან რადიკალური და მნიშვნელოვანი ზომები. სწორედ ამ საფრთხისგან თავის ასარიდებლად გუშინ იქნა შემოღებული უფრო მკაცრი შეზღუდვები საკარანტინო რეჟიმთან დაკავშირებით. მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვა 9 საათის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ბიზნესსაც მინდა მივმართო, რომ გავითავისოთ ყველა ის საფრთხე, რომელიც შეიძლება თვალნათელი არ არის, მაგრამ დამერწმუნეთ, ეპიდემიის გარცელება მიმდინარეობს ყოველგვარი შესამჩნევი ქმედებების გარეშე. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებული ზომების მიღება როგორიცაა სოციალური დისტანცირება. აქედან გამომდინარე, ჩვენ რეგიონული შტაბების დონეზე, ისევე როგორც თვითმმართველობები როგორც მუშაობენ ყველა რეგიონში ვიღებთ ინფორმაციას ამა თუ იმ კერძო სუბიექტისგან, რომელმაც უნდა წარმოადგინოს დასტური იმისა, რომ მისი საქმიანობა დაკავშირებულია მოწოდების იმ აუცილებელ საქმიანობასთან, რომელსაც ჩვენ დღეს ვაწარმოებთ. მაგალითად, თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნებადართულია სურსათის მიწოდება ან ფარმაცევტული ქსელი, ბუნებრივია სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც აწვდის სურსათს სასურსათე მაღაზიაში უნდა ფუნქციონირებდეს, როგორც პურის ცხობა ან სხვა. ეს შესაძლოა ასე კონკრეტულად არ არის ჩაწერილი ამ ეტაპზე არსებულ დადგენილებაში, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ დადგენილებაში ვერ ჩაიწერება ყველა დეტალი“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
საპატრიარქო - დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს
რუსეთის საგარეო: 18 წლის წინ 7-8 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმი სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა
საგარეო უწყება - ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)