12:47 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-01 14:15:03, 1351 ნახვა

საზოგადოება
ცქიტიშვილი - ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით 1 მილიონ 200 ათასი ოჯახი ისარგებლებს, ხოლო ბუნებრივ აირზე დაწესებულით - 671 ათასი ოჯახი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით 1 მილიონ 200 ათასი ოჯახი ისარგებლებს, ხოლო ბუნებრივ აირზე დაწესებული შეღავათით - 671 ათასი ოჯახი.

როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართული ოცნება“, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, კვლავ გააგრძელებს იმ კონკრეტული ღონისძიებების შეთავაზებას, რომელიც მიმართულია კონკრეტული ჯგუფების დასახმარებლად, რომლებიც ყველაზე ძალიან იგრძნობენ პანდემიის შედეგებს.

„იმ ოჯახებისთვის, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება არ აღემატება 200 კილოვატს თვეში, სახელმწიფო მარტის, აპრილის და მაისის გადასახადს აუნაზღაურებს, როგორც ელექტროენერგიის ნაწილში, ასევე დასუფთავების და წყლის გადასახადის ნაწილში. ეს არის შეღავათი, რომლითაც ისარგებლებს 1 მილიონ 200 ათასი ოჯახი. გარდა ამისა, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ყველა იმ ოჯახს, რომლის ბუნებრივი გაზის მოხმარება არ აღემატება 200 კუბურ მეტს თვეში, ასევე სახელმწიფო გადაუხდის მარტის, აპრილის და მაისის თვის დარიცხულ გადასახადს. ამ შეღავათით ისარგებლებს 671 ათასი ოჯახი. ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც ჩვენმა გუნდმა შეძლო ჩვენი მოქალაქეებისთვის შეეთავაზებინა ბიუჯეტში გამოთავისუფლებული რესურსიდან, 2 მილიარდი ლარიდან. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ შესაძლო დახმარების, რომელსაც ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზებთ. როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, ჩვენ გავაგრძელებთ იმ კონკრეტული ღონისძიებების შეთავაზებას, რომელიც მიმართულია კონკრეტული ჯგუფების დასახმარებლად, რომლებიც ყველაზე ძალიან იგრძნობენ პანდემიის შედეგებს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს
რუსეთის საგარეო: 18 წლის წინ 7-8 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმი სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა
საგარეო უწყება - ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics