|
2020-03-31 11:14:30, 1046 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვშია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომუნიკაციის დეპარტამენტის განცხადებით, სამკვირიანი მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, მინისტრის მოადგილე საჩხერის საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს, საავადმყოფო დატოვა ბატონი იურის ორმა შვილმაც, რომლებიც ასევე ინფიცირებულები იყვნენ კორონავირუსით. მინისტრის მოადგილე, დადგენილი წესის თანახმად, ორკვირიან თვითიზოლაციაში იქნება. შემდეგ კი, ჩვეული რეჟიმით გაააგრძელებს მუშაობას. „დღეს სამივე ჯანმრთელი ვართ და, დადგენილი წესის შესაბამისად, ვიმყოფებით ორკვირიან თვითიზოლაციაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საჩხერის საავადმყოფოს მედპერსონალს. განსაკუთრებული მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისთვის, რომლებიც მთავრობასთან კოორდინაციით, ყველაფერს აკეთებენ, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ ქვეყანაში ახალი ვირუსით გამოწვეული რისკები. აქვე მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს - დაემორჩილეთ ქვეყანაში დადგენილ რეგულაციებს, გაუფრთხილდით თავს, გაუფრთხილდით ერთმანეთს და ამით გავუფრთხილდებით ჩვენს ქვეყანას. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას“, - აცხადებს იური ნოზაძე.
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
კობახიძე - როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)