|
2020-03-30 16:14:59, 1403 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი ოპოზიციის წევრების განცხადებაზე - ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მცდელობა დესტრუქციული ძალის მიერ
„ეს არის გარკვეულწილად სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მცდელობა დესტრუქციული ძალის მიერ",-ასე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი. მისი თქმით, მცდელობის მიუხედავად მათ ვერ შეძლეს ვერც სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევა და ვერც საზოგადოების დაპირისპირება ხელისუფლებასთან. „რაც შეეხება ოპონენტების საქმიანობას, მათ პატარა, მცირე რეპეტიცია გაიარეს ზუგდიდში, თუმცა, რეაგირება მათ დაგეგმილ აქციაზე საკმაოდ უარყოფითი იყო და ვერ შეძლეს ვერც სამოქალაქო საზოგადოებაში დაპირისპირების გამოწვევა და ვერც იმ შეკრებილი საზოგადოების დაპირისპირება ხელისუფლებასთან. ეს არის გარკვეულწილად სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მცდელობა დესტრუქციული ძალის მიერ, როდესაც მთავარი სტრატეგიული პოზიცია არის ხალხის ზურგს უკან ამოფარება და მთავარი იარაღი არის კორონა ვირუსის საშიშროება. ახლა კიდევ აპირებენ ასეთ აქციებს და მე შევაფასებდი ამას ძალიან მოკლედ, ამ ორი კომპონენტით ცდილობენ, რომ დესტრუქციული პროცესები განავითარონ საქართველოში", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)