|
2020-03-28 19:43:06, 2289 ნახვა
კომენტარი
მარინა ეზუგბაია - კიდევ ერთი გამოჯანმრთელებლი პაციენტი გვყავს
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ინფიცირებულთა რაოდენობის და პაციენტების მდგომარეობის შესახებ დღის შეჯამებას აკეთებს. მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს გაგზავნილი 5 ტესტიდან ხუთივე უარყოფითი იყო. „დილის მერე მონაცემები არ შეცვლილა, დადასტურებული შემთხვევა 85 რჩება. სიახლე ის არის, რომ ერთ-ერთი პაციენტის განმეორებითი ტესტირების შედეგი უარყოფითია. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, მაგრამ მას კლინიკა ჯერ-ჯერობით არ დაუტოვებია. სულ 16 გამოჯანმრთელებული გვყავს, 15 ინფექციურში ერთი კი საჩხერეში. ბოლოს დამატებული პაციენტის მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია, კლინიკური მონაცემებით დაავადება არ პროგრესირებს. კლინიკური გამოკვლევებით მძიმე ორმხრივი პნევმონია დასტურდება, სხვა მონაცემებით გართულებები ჯერ-ჯერობით არ გვაქვს. დღეს დილით მხოლოდ 5 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა, ხუთივე უარყოფითი იყო. ამ საღამოსაც 7 პაციენტის კვლევის შედეგს ველოდებით. რაც შეეხება 82 წლის ქალბატონს, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილიზაციის დადგომის შემთხვევაშ შესაძლოა გაუმჯობესება და გამოჯანმრთელებაც დადგეს. ამ წუთის მონაცემებით დადასტურებული შემთხვევა გვაქვს 33. კვლევის პროცესში კი 7 პაციენტი გვყავს“, - მარინა ეზუგბაია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)