|
2020-03-28 15:02:50, 3589 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - ვისაც რაიმეს თავი აქვს, მივიდნენ იქ, სადაც ჩვენს მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ, ტელევიზორიდან პოლიტიკური კეკლუცობის ნაცვლად
ვინმეს თუ რაიმეს თავი აქვს და შეუძლია, ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს მიეხმარონ, მოვიდნენ, იქ, სადაც ჩვენს მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ტესტებთან დაკავიშირებით ისეთი ადამიანი სპეკულირებენ, ორმლებსაც არანაირი წარმოდგენა არ აქვთ საერთოდ ამ ტესტებზე. „გეგმა არის აბსოლუტურად ჩამოყალიბებული, გააზრებული, რომლის ნაწილიც უკვე წარდგენილი იქნა და შემდგომ ნაწილსაც წარვუდგენთ ჩვენს მოქალაქეებს. იმდენი სპეკულირება მიმდინარეობს – ასეთი ტესტი, ისეთი ტესტი, ადამიანებისგან, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ამ ტესტებზე, საერთოდ მედიცინასთან ახლოს არ გაუვლიათ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არის შემდეგი რამ – საქართველო დღეს თუ სხვებთან შედარებითნორმალურად უმკლავდება გამოწვევებს, უმკლავდება პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ ვუსმენთ პროფესიონალებს. ეპიდემიაზე როდესაც არის საუბარი, პოლიტიკოსებს კი არ ვუსმენთ, ვუსმენთ ეპიდემიოლოგებს. როდესაც ეკონომიკაზეა საუბარი, ვსხედვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათთან ვსაუბრობთ, როდესაც მოქალაქეების პირდაპირ მიზნობრივ დახმარებაზე არის საჭირო საუბარი, მაშინ პირდაპირ კავშირზე ვართ მოქალაქეებთან და არავის რჩევა, ასეთი სიტყვიერი, ჭორაობას დავარქმევდი მე, არ გვჭირდება. თუ ვინმეს რაიმეს თავი აქვს და შეუძლია, ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს მიეხმარონ, მოვიდნენ, იქ, სადაც ჩვენს მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს და იქ დაგვეხმარნონ და არა ასე ტელევიზორიდან, პოლიტიკური კეკლუცობის ნაცვლად“, – განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)