|
2020-03-24 16:19:01, 1777 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება. სამუშაოებში ჩართული იქნება 60 ერთეული ტექნიკა, რომელიც დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, დაათვალიერა. „ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად დღეს ღამით ვიწყებთ. სადეზინფექციო სამუშაოები ქუჩებზე განხორციელდება, სადაც გაჩერებები და მეტროს შესასვლელებია. ღონისძიება რამდენიმე დღე გაგრძელდება, ამის შემდეგ კი უკვე ინდივიდუალურად დავიწყებთ მხოლოდ და მხოლოდ გაჩერებების, მეტროს ჩასასვლელების სადეზინფექციო სამუშაოებს. როგორც იცით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი -ავტობუსები, მეტროსადგურები ყოველდღიურ რეჟიმში მუშავდება სპეციალური ხსნარებით. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჯანმრთელობისთვის ეს პრეპარატი საშიში არ არის და არავინ შეშინდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების პროცესში დედაქალაქსა და რეგიონებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები ჩაერთვებიან. სადეზინფექციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით, ხოლო სამუშაოების ჩატარების ლოკაციები და განრიგი თბილისის მერიასთან შეთანხმებით და მოსახლეობის წინასწარი ინფორმირების შემდეგ განხორციელდება. სპეციალური ხსნარით დამუშავდება ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)