15:18 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-24 10:40:34, 3072 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთის ხელისუფლება ჰუბეის პროვინციაში თითქმის ყველა შეზღუდვის მოხსნას გეგმას

ჩინეთის ხელისუფლება ჰუბეის პროვინციაში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა რამდენიმე დღეა აღარ ფიქსირდება, გეგმავს გუბერნიის მასშტაბით თითქმის ყველა შეზღუდვის მოხსნას.

"შეზღუდვები პროვინციის დედაქალაქ ვუჰანში, 8 აპრილამდე გაგრძელდება", - განაცხადა ჩინეთის მთავრობამ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ვუჰანში პირველად დეკემბერში დაფიქსირდა. 

ორშაბათს, დღის ბოლოს, ჰუბეის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების 67 801 შემთხვევა დაფიქსირდა და 3 160 ადამიანი დაღუპვა.

ამასთანავე, ბოლო 6 დღის განმავლობაში პროვინციამ მხოლოდ ერთი ახალი ინფიცირების შესახებ განაცხადა.

ჩინეთის მასშტაბით ჯამში დაინფიცირდა თითქმის 82 000 ადამიანი, მათ შორის 3 277 გარდაიცვალა. 73 000-ზე მეტი კი, გამოჯანმრთელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics