|
2020-03-23 19:24:10, 1700 ნახვა
საზოგადოება
თურნავა - დღეიდან "საქართველოს ფოსტის" კურიერები ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს მედიკამენტებს სახლში მიუტანენ
დღეიდან საქართველოს მთავრობის დავალებით, კომპანია „საქართველოს ფოსტის" კურიერებმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის, რომლებიც ჩართული არიან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამთავრობო პროგრამაში, კუთვნილი მედიკამენტების სახლში მიტანის სერვისი დაიწყეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა აღნიშნული პროექტი და ყურადღება მის სოციალურ დატვირთვაზე გაამახვილა. მისი თქმით, პენსიონერები, რომლებსაც დღეიდან „საქართველოს ფოსტა" ემსახურება და მათთვის მედიკამენტები და პირბადეები მიაქვს, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფებს განეკუთვნებიან და არიან მოწყვლადები კორონავირუსის მიმართ. „ამდენად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ისინი ზედმეტად სახლიდან არ გამოვიდნენ და ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ გარეშე პირებთან. ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ მათ, „საქართველოს ფოსტის" კურიერები კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მათ კუთვნილ მედიკამენტებს სახლში მიუტანენ," - განაცხადა ნათია თურნავამ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)