|
2020-03-23 18:03:06, 1576 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული ბანკი: საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საფინანსო სექტორი სერვისების მიწოდებას განაგრძობს
საქართველოში საფინანსო სექტორი მომზადებული ხვდება გამოწვევებს და გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც საფინანსო ორგანიზაციები განაგრძობენ მუშაობას. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის დროს იზღუდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გარკვეული უფლებები. მათ შორის, პრეზიდენტის დეკრეტით საქართველოს მთავრობას მიეცა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები. აქვე დავაზუსტებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ეხება კომერციულ ბანკებში და ზოგადად, საფინანსო სექტორში განთავსებულ ფულად სახსრებს. შეგახსნებეთ, რომ საფინანსო სექტორი განაგრძობს სერვისების სრული სპექტრის შეუზღუდავ მიწოდებას. მათ შორის, ნაღდი ფულის უწყვეტ მიწოდებას, ანგარიშსწორებას, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურებას. შეუფერხებლად იმუშავებენ გადახდის აპარატები და ბანკომატები. მოვუწოდებთ მოსახლეობას, იმისათვის რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ გადახდის სერვისები. ბანკებს, სესხის გამცემ სუბიექტებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს ეძლევათ რეკომენდაცია მაქსიმალურად შეზღუდონ სერვის ცენტრებში მომსახურე პერსონალისა და კლიენტებს შორის პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი. უზრუნველყონ მათი პერსონალის მაქსიმალური დაცვა. ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას. #დარჩისახლში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)