02:14 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-23 02:16:11, 1225 ნახვა

საზოგადოება
გიორგი გახარია - ადგილობრივი ხელისუფლება და ჯანდაცვის ორგანოები, მუნიციპალიტეტებში დაიწყებენ კარდაკარ სიარულს შესაძლო ინფიცირებებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის

დილიდან მუნიციპალიტეტები და ჯანდაცვის ორგანოები დაიწყებენ, ფაქტობრივად, ამ ორ მუნიციპალიტეტში კარდაკარ სიარულს, იმისთვის, რომ თითოეულ ოჯახში გამოავლინონ შესაძლო რისკის შემცველი, მაღალი ტემპერატურის მქონე ადამიანი, რათა მათ ხელი შეუწყონ, რაც შეიძლება სწრაფად გამოვავლინოთ შესაძლო ინფიცირების შემთხვევები სწრაფი რეაგირებისა და მკურნალობისათვის, ისევე როგორც, ამ ადამიანებს აქვთ დავალებული რეაგირება მოახდინონ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ოჯახების ნებისმიერ მოთხოვნილებაზე, იქნება ეს საკვები პროდუქტი, სამედიცინო თუ ა.შ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველაფერი გაკეთდება ამ გამოწვევის მაქსიმალურად სწრაფად დასაძლევად.

„ხვალ დილიდან, ადგილობრივი ხელისუფლება, მუნიციპალიტეტები და ჯანდაცვის ორგანოები, ისევე როგორც ყველა ის ადამიანი, ვის პასუხისმგებლობის ზონაშიც შედის მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლების, ჩვენი მოქალაქეების კომფორტული და ამ გამოწვევასთან ეფექტური გამკლავების ვალდებულება, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად და, პირველ რიგში, ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად მსუბუქად და სწრაფად გადავიაროთ და გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას,“- აღნიშნა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics