|
2020-03-22 12:16:26, 1555 ნახვა
საზოგადოება
კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად საქართველოს ყველა ეკლესია მრევლით გაივსო
სამების საკათედრო ტაძარში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს - ეს მას შემდეგ გახდა საჭირო რაც მრევლს, კორონავირუსის დაცვისგან საჭირო დისტანცია არ ჰქონდათ დაცული. პოლიცია მრავლმა გამოიძახა. ბაგრატის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვისას, ამ დროისთვის, ასამდე ადამიანი იმყოფება, მათ შორის არიან ბავშვები. მრევლს შორის დაცული არ არის დისტანცია. მოქალაქეების თქმით, ისინი უფლის იმედად არიან, ტაძარში თავს დაცულად გრძნობენ და სინოდის გადაწყვეტილების შესაბამისად მოიქცევიან. ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა - ლოცვა ჩვეულებისამებრ მიმდინარეობს. წირვის დაწყებამდე მამა ზაქარიამ მრევლს მოუწოდა დისტანცია დაეცვათ და სახელმწიფოს მოთხოვნები შეესრულებინათ, თუმცა მრევლის სიმრავლის გამო ,საჭირო დისტანციის დაცვა ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ვერ მოხერხდა. ფოთის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა მეუფე გრიგოლმა აღავლინა.ის მრევლს სთხოვეს, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ტაძარში შესვლისაგან და მათ შესაძლებლობა მიეცემოდათ წირვა მოესმინათ ტაძრის ეზოში განთავსებული ხმის გამაძლიერებლების საშუალებით.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)