|
2020-03-21 12:28:35, 1154 ნახვა
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმ ობიექტების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებიც ფუნქციონირებას განაგრძობენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმ ბიზნესოპერატორების ჩამონათვალი განსაზღვრა, რომლებიც ფუნქციონირებას განაგრძობენ. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიხედვით იქნა მიღებული. „ა) სურსათის/ცხოველთა საკვების საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები(მაღაზიები, საბითუმო/საბაჟო საწყობები, აგრარული ბაზრები); სურსათის სამაცივრე მეურნეობები; სურსათის მწარმოებელი/გადამამუშავებელი საწარმოები (მათ შორის, პურფუნთუშეულის საცხობები, ცხოველთა სასაკლაოები (სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე); საზოგადოებრივი კვების ობიექტები მხოლოდ მიწოდების სერვისით; ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოები; სურსათის/ცხოველთა საკვების დისტრიბუტორები (მათ შორის იმპორტიორები); ვეტერინარული კლინიკები; ცოცხალი ცხოველების ბაზრები/ბაზრობები; ცხოველთა ფერმები; ვეტერინარული აფთიაქები/ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტები; ზოომაღაზიები; პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აღიარებული საცალო/საბითუმო ობიექტები; სურსათის/ცხოველთა საკვების ლაბორატორიები; საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები. აღნიშული ბრძანების აღსრულების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ ბიზნესოპერატორების ინფორმირებას და რეკომენდაციების გაცემას. ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც აწარმოებენ/გადაამუშავებენ სურსათს, მკაცრად უნდა დაიცვან შემდეგი პირობები: სურსათის გაცივების, გაყინვის და თერმული დამუშავების დროს - ტემპერატურული რეჟიმები; პერსონალმა გამოიყენოს ერთჯერადი პირბადე,თავსაბურავი და ხელთათმანი“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)