|
2020-03-19 16:11:30, 1056 ნახვა
საზოგადოება
თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის, ბილაინის ყველა მაღაზია დროებით იხურება
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი ბილაინი, ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე, 2020 წლის 20 მარტს 18:00-დან კეტავს ყველა მაღაზიას საქართველოს მასშტაბით და სრულად გადადის აბონენტთა დისტანციურ მომსახურებაზე. გადაწყვეტილება მიღებულია ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით. მაღაზიები დახურული იქნება 2020 წლის 1-ელ აპრილამდე. ბილაინის აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ, ნებისმიერი მომსახურება მიიღონ სახლიდან გაუსვლელად, დისტანციური არხებით: აპლიკაციით MyBeeline App, განახლებული ვებგვერდით www.beeline.ge, ასევე, facebook-ისა და ონლაინ ჩატებით. აბონენტებისთვის ხელმისაწვდომია ბილაინის სატელეფონო ცენტრიც. ბილაინმა ევროპაში COVID-19-ის აღმოჩენისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების მიღება და დღესაც აქტიურად განაგრძობს. უსაფრთხოების მიზნით კომპანიამ საქართველოში ვირუსის დაფიქსირებისთანავე დახურა მაღაზიები თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში და სრულად დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა სათავო ოფისი. ბილაინის აბონენტებს შეუძლიათ, უფასოდ განახორციელონ ზარები ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზებზე. აბონენტებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთსა და უკრაინაში საზღვრების დახურვის გამო ამ დროისთვის საქართველოში ვერ ბრუნდებიან, შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფისთვის, ბილაინი საჩუქრად ურიცხავს მობილურ ინტერნეტს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)