|
2020-03-19 13:20:56, 6070 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე - გლობალურად ეპიდსიტუაცია უარესდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ეპიდსიტუაცია ყოველდღიურად უარესდება. მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის 981 შესაძლო შემთხვევა არსებობდა, საიდანაც ლაბორატორიულად მხოლოდ 40 დადასტურდა. „გლობალურად ჯერჯერობით ეპიდსიტუაცია უარესდება. დღევანდელი რიცხვით დადასტურებულია 220 ათასი შემთხვევა 176 ქვეყანაში. აქედან ახალ შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს ჩინეთში. სერიოზული პოზიტიური ძვრაა სამხრეთ კორეაშიც. ჩინეთს გარეთ მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია ევროპა, რომლის ნაწილიც ჩვენც გახლავართ და აქედან გამომდინარე, მეტი სიფხიზლე და მეტი ყურადღება გვჭირდება. ჩინეთის შემდეგ გახლავთ იტალიაში 36 ათასამდე შემთხვევა. შემდეგ მოდის ირანი, ესპანეთი, გერმანია, აშშ, საფრანგეთი და ა.შ. რაც შეეხება საქართველოს, დღევანდელი დილის მონაცემებით, დაფიქსირებულია 40 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა კორონავირუსული ინფექციის. 30 იანვრიდან მოყოლებული, ჩვენთან იყო სულ 981 შესაძლო შემთხვევა, საიდანაც ლაბორატორიულად დადასტურდა მხოლოდ 40. შესაძლო შემთხვევა ნიშნავს ისეთი შემთხვევევბი, რომლებიც ჩაღრმავებულ ეპიდემიოლოგიურ და კლინიკურ გამოკვლევებს საჭიროებდა. აქედან მხოლოდ 40 შემთხვევაში დადასტურდა ლაბორატორიულად კორონავირუსული ინფექცია. ყველა ავადმყოფი მოთავსებულია სხვადასხვა საავადმყოფებში. ერთი გახლავთ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, სამი საჩხერის სამედიცინოცენტრის ინფექციურ განყოფილებაში, 2 გახლავთ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ხოლო ყველა დანამრჩენი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)