|
2020-03-19 10:44:58, 5292 ნახვა
ომი უკრაინაში
ეზუგბაია - 0-დან 14 წლამდე გვყავდა 4 პაციენტი და ამის შემდეგ მსგავსი ასაკის პაციენტი არ შემოგვმატებია
"0-დან 14 წლამდე გვყავდა 4 პაციენტი და ამის შემდეგ მსგავსი ასაკის პაციენტი არ შემოგვმატებია. კვლავ რჩება 4 პაციენტი და მათი მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, 3 პაციენტის გარდა ინფექციურ საავადმყოფოში ყველას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა 13-14 დღის განმავლობაში მოსალოდნელია ხოლმე დაავადების პროგრესირება. "დანარჩენი პაციენტების მდგომაროებას რაც შეეხება, ნაწილთან არის პნევმონია და ნაწილთან მსუბუქი სიმძიმის პნევმონიაა. ყველასთან დაავადების მიმდინარეობა სტაბილურია. არსად პროგრესირება არ შეინიშნება და ველოდებით, რომ მათთან უნდა დადგეს გამოჯანმრთელება, თუმცა კვლავ ვლაპარაკობთ, რომ ყველა პერიოდში დაავადების მიმდინარეობისას, მიუხედავად შესაბამისი პროგრესირებისა და მკურნალობისა, დაავადების დასაწყის პერიოდში პირველი 13-14 დღის განამავლობაში მაინც მოსალოდნელია დაავადების პროგრესირება და დამძიმება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)