|
2020-03-19 10:23:01, 1006 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ფოსტა სამუშაო გრაფიკის ცვლილების შესახებ
საქართველოს ფოსტამ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, მიიღო გადაწყვეტილება არ შეწყვიტოს მომსახურების მიწოდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სერვისცენტრები მომსახურებას განაგრძობენ შემცირებული სამუშაო გრაფიკით, კვირაში 4 სამუშაო დღე, ორშაბათიდან - ხუთშაბათის ჩათვლით, 09:00-დან - 14:00 საათამდე. ამასთანავე კომპანია გზავნილთა ბინაზე ჩაბარებას უზრუნველყოფს ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე. აღნიშნული ცვლილებები განპირობებულია კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით. საქართველოს ფოსტა მოუწოდებს მომხმარებლებს საფოსტო სერვისების შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მისაღებად, ისარგებლონ რიგის ონლაინ რეზერვაციის სერვისით. აღნიშნული სერვისი საშუალებას მოგცემთ წინასწარ დაჯავშნოთ ვიზიტი სასურველ სერვისცენტრში, ამით თქვენ შეძლებთ თავი აარიდოთ რიგს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს ფოსტის ვებ გვერდზე - gpost.ge ან ქოლცენტრის მეშვეობით 032 224 09 09.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)