|
2020-03-18 20:09:18, 8701 ნახვა
ომი უკრაინაში
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი - ლუგარიდან კორონავირუსზე 12 პაციენტის პასუხს ველოდებით
ინფექციური საავდმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გვიან ღამით ლუგარიდან კორონავირუსზე 12 პაციენტის პასუხი უნდა მოვიდეს. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვნების მდგომარეობა მსუბუქი და დამაკმაყოფილებელია. „გვიან ღამით ველოდებით 12 პაციენტის პასუხს. ექსპერტების მოსაზრება გაიყო ერთ-ერთ შემთხვევაზე ჩათვლილიყო თუ არა მეოთხეულ გავრცელებად. ჩემი პირადი მოსაზრება არის, რომ ეს არ იყო მეოთხეული გავრცელება, რამდენადაც ის პაციენტი ძალიან დამაჯერებლად არა, მაგრამ მაინც ამბობდა ვისგან დაინფიცირდა. მეტი ალბათობით ის ამბობდა ვისგან დაინფიცირდა, ვიდრე არა. ამიტომ, ეს არ არის მეოთხეული გავრცელება ან თუ არის მხოლოდ ერთადერთი შემთხვევაა, მაგრამ ვთვლი, რომ ჯერ არ არის. არასრულწლოვნების მდგომარეობა კარგია არა, მაგრამ მსუბუქი და დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. ცნობისთვის, ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1344 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 216 პირი, ხოლო ერთი პაციენტი გამოჯანმრთელებულია, რომელიც ბინაზე გაეწერა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)