|
2020-03-18 15:21:07, 1409 ნახვა
საზოგადოება
პრემიერის დავალებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწყებს ბიზნესთან კომუნიკაციას, რათა 7 ძირითად პროდუქტზე ფასები არ გაიზარდოს
პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა გაცემული დავალება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს კომუნიკაციები ბიზნესთან, რათა 7 ძირითად პროდუქტზე ფასები იქნას შენარჩუნებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. როგორც ჩიქოვანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ქვეყანას აქვს საკმარისზე მეტი მარაგი, რომელიც პერმანენტულად ივსება. "გვაქვს პოზიტიური დინამიკა და შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში არსებობს საკმარისზე მეტი მარაგი, მარაგები ივსება პერმანენტულად, თუმცა გართულებულმა ამინდმა და გზებზე არსებულმა სიტუაციამ, შესაძლოა საზღვარზე გარკვეული შეფერხებები გამოიწვის, რომელიც მაქსიმუმ 2 დღეში იქნება ამოწურული, მაგრამ ჩვენ გვაქვს პერმანენტული კომუნიკაცია გაყიდვების სექტორში მოქმედ ბიზნესსუბიექტებთან და შესაბამისად დიდ გამოწვევებს არ ველოდებით. პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა გაცემული დავალება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს ბიზნესთან კომუნიკაციები, რათა 7 ძირითად პროდუქტზე იქნეს შენარჩუნებული ფასები", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)