|
2020-03-17 14:53:54, 1302 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა ახალი ინიციატივით გამოდის
სატვირთო გადაზიდვების სტაბილურობის მიზნით, საქართველოს რკინიგზა მზად არის ნებისმიერი ტვირთმფლობელის მოთხოვნის საფუძველზე - ბათუმის, ფოთისა და თბილისის ტერმინალებიდან უმოკლეს ვადებში, კონკურენტუნარიანი ტარიფებით სატრანზიტო-საკონტეინერო გადაზიდვები განახორციელოს აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიისა და სომხეთის მიმართულებით. საუბარია ტერმინალებში შესული ავტომობილებიდან ტვირთების რკინიგზის ვაგონებსა თუ კონტეინერებში გადატვირთვაზე და მათ საბოლოო დანიშნულების პუნქტებამდე გაგზავნაზე. ,,საქართველოს ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარება დამოკიდებულია მისი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის ეფექტურ გამოყენებაზე. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს საქართველოს რკინიგზას. სამი საკვანძო ტერმინალიდან, როგორებიცაა - ბათუმი, ფოთი, თბილისი, საქართველოს რკინიგზა მზად არის შესაბამისი მოცულობის ტვირთები გადაზიდოს აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის, სომხეთის მიმართულებით კონკურენტუნარიანი ტარიფებით. ტარიფები ბუნებრივია დამოკიდებულია ტვირთების სახეობასა და მოცულობაზე“, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი. დავით ფერაძის თქმით, საკონტეინერო გადაზიდვის პროცესში, მისაღები ტარიფებით უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური უსაფრთხოება ადამიანური რესურსის მინიმალური ჩართულობით. შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს რკინიგზა აღნიშნული ინიციატივით ხელს უწყობს სატვირთო გადაზიდვების უსაფრთხო, ეფექტურ და შეუფერხებელ განხორციელებას.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)