|
2020-03-17 14:04:44, 1253 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო პოტენციურ მომჩივნებსა და ადვოკატებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ატყობინებს
იუსტიციის სამინისტრო პოტენციურ მომჩივნებსა და ადვოკატებს ატყობინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განსაკუთრებულ ზომებს მიმართავს. კერძოდ, სასამართლო გადადის დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე, თუმცა აგრძელებს ძირითად საქმიანობას განსაკუთრებით, საქმეებზე რომელთაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტი. აგრეთვე, შექმნილია პროცედურა სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიებების გადაუდებელი მოთხოვნების განსახილველად. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული პროცედურა ვრცელდება მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, სადაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი საფრთხე. პოტენციური მომჩივნებისა და ადვოკატებისთვის საყურადღებოა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საჩივრის წარდგენის 6-თვიანი ვადა, საგამონაკლისოდ, შეჩერებულია 2020 წლის 16 მარტიდან ერთი თვის განმავლობაში. ამასთან, მიმდინარე პროცედურების ფარგლებში განსაზღვრული ვადები შეჩერებულია 2020 წლის 16 მარტიდან ერთი თვის განმავლობაში. სასამართლოს ფუნქციონირების ზემოხსენებული ახალი რეჟიმი ექვემდებარება მუდმივ გადასინჯვას, გარემოებების ცვლილების გათვალისწინებით. იხილეთ სასამართლოს განცხადება: https://hudoc.echr.coe.int/app/conversion/pdf/?library=ECHR&id=003-6666795-8866184&filename=ECHR%20is%20taking%20exceptional%20measures.pdf
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)