06:23 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-06 12:07:56, 643 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ დანელია: ქართული პროდუქცია ბევრ ქვეყანაში გადის და ხარვეზი არ ყოფილა

სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, რუსეთში ქართულ ღვინოზე გამოთქმულ პრეტენზიებთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს რაიმე სერიოზულ პრობლემაში არ გადაიზრდება. 

მისივე თქმით, ქართული პროდუქტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადის და ხარვეზი არ დაფიქსირებულა.

"ჩვენ ძალიან პრაქტიკულად ვუდგებით ამ პრობლემას. უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ობიექტურები. გუშინ დავიწყეთ მოკვლევა. ჯერ ეს მხოლოდ გაუგებრობას გავს. იმედი გვაქვს, რომ ეს რაიმე სერიოზულში არ გადაიზრდება. ქართული პროდუქცია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გადის და ხარვეზი არ ყოფილა, მაგრამ, რა თქმა უნდა, შევისწავლით რომ გამოვრიცხოთ ნებისმიერი პრობლემა", - განაცხადა დანელიამ.

კითხვაზე, იყო თუ არა გამართლებული რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქტის დაბრუნება, დანელია აღნიშნა, რომ ნებისმეირ ბაზარზე შესვლა გამართლებულია.

"გამართლებულია ყველა ბაზარზე შესვლა. რისკები ნებისმიერ ბაზარს შეიძლება ახლდეს", - განაცხადა ოთარ დანელიამ. 

შეგახსენებთ, „როსპოტრებნადზორმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ "ქართველი ღვინის მწარმოებლები, ღვინის წარმოების ტექნოლოგიას სისტემატურად არღვევენ". რუსეთის მთავარი სანიტარული სამსახური აღნიშნავს, რომ გამოვლენილია ალკოჰოლური პროდუქციის 10 პარტია - კონიაკი "ძველი კახეთი", კონიაკი "კოლხიდა" და წითელი ღვინო "საფერავი", რომლებიც არ შეესაბამებოდა უსაფრთხოებისა და ხარისხის მოთხოვნებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics