|
2020-03-16 23:03:24, 3116 ნახვა
საზოგადოება
მადლიერების ტაში საქართველოს ექიმების გასამხნევებლად
ოთხშაბათს, 18 მარტს, 21 საათზე, მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივითა და „სექტორ 3-ის“ თანაორგანიზებით “მადლიერების ტაშის” აქცია ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორები ავრცელებენ. ერთსა და იმავე დროს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით საკუთარი აივნებიდან და ფანჯრებიდან ტაშით გაამხნევებენ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ და ზრუნავენ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე: „ეს არის მადლიერების აქცია, რომელიც მიზნად ისახავს ერთი მხრივ ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას, მათი შრომის მნიშვნელობის აღირებას, მეორე მხრივ კი აერთიანებს მოქალაქეებს საერთო გამოწვევასთან ბრძოლის გარშემო, სახლიდან გაუსვლელად, ყველა წესის დაცვით. ექიმების მიმართ მადლიერების გამოხატვის მსგავს ფორმას უკვე მიმართეს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის იტალიასა და ესპანეთში. საქართველოს მოქალაქეები ამ მიზნით 18 მარტს, 21 საათზე გაერთიანდებიან“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. დამატებით ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით: ნინო ბოჯგუა 577 19 14 17 niniko@demlab.ge
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)