|
2020-03-16 12:01:06, 1155 ნახვა
საზოგადოება
შაბათ-კვირას პენიტენციურ დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდა
მთავრობის უწყებათშორისი საკოორდონაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად, გრძელდება პენიტენციურ დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. კვირას, 15 მარტს, დეზინფექცია ჩაუტარდა N5 პენიტენციური (ქალთა) დაწესებულებას. სპეციალური ხსნარით დამუშავდა როგორც ადმინისტრაციული შენობა, ასევე პატიმრების საცხოვრებელი კორპუსები, საერთო სივრცეები და ყველა ის ადგილი, სადაც დაწესებულებაში გარედან შესული ადამიანი შეიძლება მოხვდეს. გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებთან არსებულ საზოგადოებრივ მისაღებებში მოქალაქეთა მისაღებ მაგიდებზე მინის დამცავი ბარიერები დამონტაჟდა, რათა საზოგადოებრივ მისაღებების თანამშრომლები ვირუსის შესაძლო გავრცელებისგან იყვნენ დაცულნი. სპეციალური პენიტენციური სამსახური ვირუსის შესაძლო გავრცელების მიზნით რეგულარულად ჩაატარებს დეზინფექციას პენიტენციურ დაწესებულებებში და ყველა ზომას მიმართავს იმისთვის, რომ დაცულები იყვნენ როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პატიმრები, ასევე სისტემის თანამშრომლები.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)