|
2020-03-16 10:56:14, 11265 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, გუშინ პაციენტს მეორედ ჩაუტარდა ვირუსზე ტესტირება და პასუხი უარყოფითი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი პაციენტის სრულად გამოჯანმრთელდა. „გუშინ უკვე დღის მეორე ნახევარში გაცხადდა, რომ ჩვენი პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მასთან განმეორებით ორჯერადად ტესტირებით მიღებულია უარყოფითი პასუხი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ეზუგბაია აღნისნავს, რომ მეორე ინფიცირებულ პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი დაფიქსირდა. პაციენტს მეორედაც ჩაუტარდება ტესტირება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, სრულად გამოჯანმრთელდა თუ არა. „მეორე პაციენტმა, რომელთანაც პირველ ჯერზე მიღებული იყო უარყოფითი პასუხი, დღეს ჩატარდება მასთანაც ტესტირება და დღის ბოლოსკენ ჩატარებული ტესტის პასუხებს მოგახსენებთ. ვიმედოვნებ, რომ იქაც, ალბათ, პასუხი უარყოფითი იქნება და ეს იქნება ჩვენი მეორე გამოჯანმრთელებული პაციენტი“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)