21:26 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 10:33:23, 1747 ნახვა

სამართალი
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს მოუსმენენ

დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს მოუსმენენ.

როგორც ცნობილია, ოპოზიცია სხდომას არ დაესწრება.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, ნინო ქადაგიძის კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტისთვის არაკომპეტენტურია.

„გავმართეთ ამ კანდიდატურასთან მოსმენა და მან ვერ მიიღო, ის შეფასებები, რომლებიც აუცილებელია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის, მისი კომპეტენცია, ზოგადი განათლება და კეთილსინდისიერების კრიტერიუმი არ აკმაყოფილებს სტანდარტს, რომელიც მოეთხოვება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 10 მარტს წარადგინეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics