|
2020-03-15 12:07:38, 1413 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ქვეყანაში არსებობს სურსათის ადეკვატური მარაგი და ამაზე სახელმწიფო ზრუნავს
„ქვეყანაში არსებობს სურსათის ადეკვატური მარაგი და ამაზე სახელმწიფო ზრუნავს", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრემიერმინისტრთან მსხვილი სასურსათო ქსელების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მუდმივი მონიტორინგის სისტემა, შექმნილია სამუშაო ჯგუფი იმისთვის, რომ გვქონდეს მოწოდების ჯაჭვის ყველა რგოლთან რეგულარული კომუნიკაცია. ეს უკავშირდება როგორც იმპორტიორებს, ასევე, ადგილობრივ მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს და საცალო ქსელების წარმომადგენლებს. შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვათ, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქვეყანაში სურსათის უზრუნველყოფის კუთხით დეფიციტის საშიშროება არ გვაქვს. პანიკის საფუძველი არ არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა გავუზიაროთ ერთმანეთს",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)