|
2020-03-15 12:05:29, 1552 ნახვა
საზოგადოება
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით დღეს 18:00 საათიდან შეიზღუდება
საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებით სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება 15 მარტის 18:00 საათიდან შეიზღუდება, ხოლო სატვირთო გადაზიდვები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება. „სრული დატვირთვით იმუშავებს ვალეს და კარწახის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები, სადაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, ისარგებლონ შესაბამისი პუნქტებით. ეს არის დროებითი ღონისძიება, რომელიც მიღებულია კორონავირუსის პრევენციის მიზნით. საქართველოს მთავრობა მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციებით ახორციელებს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის პრევენციას და ამ რისკების მაქსიმალურ შერბილებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპლომატიური წარმომადგენლობები, საკონსულო დაწესებულებები მაქსიმალურ კონტაქტზე იქნებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან, როგორც ინფორმაციის მიწოდების, ისე ყველა ლოჯისტიკური და ტექნიკური დახმარების თვალსაზრისით, რომელიც შეიძლება დაჭირდეს ჩვენს მოქალაქეებს" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აღსანიშნავია, რომ თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ასევე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტები.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)