|
2020-03-15 11:44:03, 1189 ნახვა
საზოგადოება
კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებისთვის თბილისის რაიონულ გამგეობებში მოხალისეთა ტრენინგები დაიწყო
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის რაიონულ გამგეობებში მოხალისეთა ტრენინგები დაიწყო. დღეს, მოხალისეებთან და უფასო სასადილოების თანამშრომლებთან შეხვედრა ათივე გამგეობაში ჩატარდა. შესაბამისი რეკომენდაციები ახალგაზრდებს ქალაქ თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის წარმომადგენლებმა მისცეს. მოხალისეებს გადასცეს სპეციალური ეკიპირება - ჟილეტები, ბეიჯები, ხელთათმანები, ასევე, საინფორმაციო მასალა. შესაბამისად, ისინი ბენეფიციარებს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მოემსახურებიან. უფასო სასადილოების შესასვლელთან მობილიზებული იქნება სპეციალურად დატრენინგებული მოხალისეთა და მერიის თანამშრომელთა ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს რიგების რეგულირებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით; გააკონტროლებს შესასვლელში დეზინფექციის პროცედურას; მიაწვდის ბენეფიციარებს მათთვის საჭირო დამატებით ინფორმაციას. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მოქმედ 62 უფასო სასადილოში დამატებითი საპროფილაქტიკო ღონისძიებები გატარდება. დამატებით სერვისებს მერიის მიერ დატრენინგებული ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფები ორშაბათიდან განახორციელებენ. პროცესში მოხალისეებად ჩართვის სურვილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)