|
2020-03-15 11:34:39, 1516 ნახვა
საზოგადოება
კორონავირუსის გამო, Wizz Air-ი 16 მარტიდან 3 აპრილამდე ქუთაისის აეროპორტიდან რამდენიმე ქვეყანაში ფრენებს აჩერებს
COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, Wizz Air-ი 2020 წლის 16 მარტიდან 3 აპრილამდე ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს აჩერებს : ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვებს აწესებენ პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკები. „პოლონეთი 2020 წლის 15 მარტიდან აჩერებს ყველა რეისს პოლონეთის მიმართულებით შემდგომ განცხადებამდე. ასევე ჩეხეთის მიმართულებით ფრენები შეჩერდება 17 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით. ვიზეარის მომხმარებლებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე. დამატებითი კონსულტაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ ავიაკომპანიას: 0706 777 483 საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც იმყოფებით ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში და ფრენების შეწყვეტის გამო შეგექმნათ უკან დაბრუნების პრობლემები, დაუკავშირდით ადგილსამყოფელ ქვეყანაში საკონსულო სამსახურს, რომელიც გაგიწევთ კონსულტაციას საქართველოში გამომგზავრების ალტერნატიული მარშრუტების შესახებ“,-ნათქვამია განცხადებაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)