19:03 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-13 17:24:47, 1701 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი მოქალაქეების დასაცავად და ვიმედოვნებ, სხვადასხვა ინდუსტრია გვერდში დაგვიდგება

კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შედეგად შექმნილ პრობლემებზე მსჯელობის მიზნით, ცალკეულ ჯგუფებთან შეხვედრები გაგრძელდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით,  სწორედ ამ მიზნით, პრემიერის დავალებით, დღეს სავაჭრო ობიექტებს შეხვდება.

„ჩვენი ამოცანაა, ბიზნესთან პარტნიორობით შევამციროთ კორონავირუსის გავრცელების რისკი და გავაკეთოთ მაქსიმალური პრევენცია. ეს პირველ რიგში, ეხება ისეთ ბიზნესებს, სადაც მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირია კონტაქტი მოსახლეობასთან, დღის განმავლობაში ჰყავთ ბევრი მომხმარებელი. საუბარია სავაჭრო ობიექტებზე, საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე და საზოგადოებრივი დანიშნულების სხვა ადგილებზე.  ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ მაქსიმალურად დისტანციურ მომსახურებაზე გადავიდეთ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, ვიმსჯელოთ სამუშაო რეჟიმსა და საათებზე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეები იყვნენ დაცული და დიდი იმედი მაქვს, სხვადასხვა ინდუსტრია გვერდში დაგვიდგება ისევე, როგორც სხვა ყველა შემთხვევაში ხდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთლიანად მსოფლიო ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფება და ამ ობიექტური მიზეზებით ბევრი პრობლემა წარმოიქმნება - ჩაიკეტა საზღვრები, შეჩერდა მიმოსვლები.

 „ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ ამ მოვლენებს საკმაოდ ნეგატიური გავლენა ექნება ეკონომიკაზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics