|
2020-03-13 15:31:27, 1391 ნახვა
საზოგადოება
სარეაბილიტაციო დაწესებულებებში კომპლექსური თერაპიის კურსების განხორციელება 1-ელ აპრილამდე შეწყდა
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, სარეაბილიტაციო დაწესებულებებში კომპლექსური თერაპიის კურსების განხორციელება, დროებით, მიმდინარე წლის პირველ აპრილამდე შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, „აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების აბილიტაციის“ პროგრამის ფარგლებში, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების შემდეგ, დედაქალაქის მერია ყველა გაცდენილ საათს აანაზღაურებს. „ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების შემდეგ, როდესაც სარეაბილიტაციო ცენტრები მუშაობის განახლებას შეძლებენ და შესაბამისად, ბავშვები მომსახურებას მიიღებენ, დედაქალაქის მერია ყველა გაცდენილ საათს აანაზღაურებს. ბავშვები არ დაზარალდებიან და მათი თერაპიული სეანსები მიმწოდებელი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შესაბამისად დაფინანსდება. რაც შეეხება უშუალოდ მსგავს დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურებას, პროგრამის მომსახურებაში ჩართული დაწესებულებები მერიის მიერ დაფუძნებული არ არის და ისინი დამოუკიდებელი იურიდიული პირები არიან. აღნიშნული ცენტრები თბილისის მერიის გარდა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს პროგრამების ფარგლებში, ასევე, შიდა სტანდარტით, ე.წ. კერძო მომსახურებას ეწევიან. ცენტრების თანამშრომლები შრომით ხელშეკრულებებს ცენტრის ხელმძღვანელებთან აფორმებენ და შესაბამისად, ისინი არ არიან თბილისის მერიის მიერ დასაქმებული პირები. ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისის მერიას შეუძლია, მხოლოდ რეკომენდაცია გასცეს აღნიშნული დაწესებულებების ხელმძღვანელების მიმართ, რომ თანამშრომლები არაანაზღაურებად შვებულებაში არ გაუშვან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)