|
2020-03-13 11:25:26, 1449 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სასწრაფო დახმარების პერსონალის დისკრედიტაციად მიიჩნევს
გვსურს გამოვეხმაუროთ “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოების დაგვიანებულ განხორციელებას ეხება. ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და უწყება მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას ოფიციალური ცნობა მიაწოდოს. „მოგეხსენებათ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ქვეყანაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისსა და პაციენტთა კლინიკებს შორის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. აღნიშნული სამსახური ასევე აქტიურად მონაწილეობს კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში, მგზავრთა შემოწმების პროცესსა თუ პაციენტთა სამედიცინო მომსახურებაში. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს ცენტრისა და მისი პერსონალის უსაფრთხოების ნორმების დაცვა წარმოადგენს. "მთავარი არხის" მიერ გავრცელდა ინფრომაცია, რომ ცენტრმა სადეზინფექციო სამუშაოები მხოლოდ და მხოლოდ 11 მარტს დაიწყო. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, 2013 წლიდან დღემდე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში ინტენსიურად მიმდინარობს. რაც შეეხება კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დამატებით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას, ცენტრმა უზრუნველყო მათი დროული მობილიზება და ყველა ადმინისტრაციული შენობისა თუ სასწრაფო დახმარების მანქანის სპეციალური ხსნარებით დამუშავება. დამატებითი სადეზინფექციო ღონისძიებები ხორციელდება 5 მარტიდან, კანონით განსაზღვრული მომსახურების გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის გზით. აღნიშნულთან დაკავშირებით, დოკუმენტაცია არის საჯარო და მისი მოძიება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკის ზონაში 24 საათის განმავლობაში მოქალაქეთა ჯანმრთელობას იცავს. სამინისტრო მადლობას უხდის მედიკოსებს განსაკუთრებული პროფესიული თავდადებისთვის და დაუშვებლად მიიჩნევს მათ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)