|
2020-03-12 11:56:18, 11602 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - იტალიიდან სპეცრეისით ჩამოსული ქართველების ნაწილს ჩაუტარდათ ტესტირება, პასუხები ჯერ-ჯერობით უარყოფითია
10 მარტს, იტალიიდან სპეცრეისით ჩამოფრენილ 200 მგზავრის ნაწილს, ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსზე, პასუხები ამ ეტაპზე უარყოფითია - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაიამ ისაუბრა. მისი თქმით, დანარჩენ მგზავრებ ეტაპობრივად ჩაუტარდებათ ტესტირება. "საავადმყოფოში იმყოფება პაციენტი, რომელსაც განმეორებითი ტესტირების შედეგად ორგანიზმში ვირუსის მცრე კონცენტრაცია უფიქსირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ვირუსმა დატოვა ორგანიზმი და გადაკონტროლება 2-4 დღის ინტერვალით მოხდება. უარყოფითი ან დადებითი პასუხის შემთხვევაში განმეორებით უნდა მივიღოთ იგივე პასუხი საბოლოოდ განკურნების დასადასტურებლად. რაც შეეხება საავადმყოფოს ყველაზე მცირეწლოვან პაციენტს, ეზუგბაია ამბობს, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "მინიმალური ჩივილებით არის ეს ბავშვი და ზოგადი მდგომარეობა მისი დამაკმაყოფილებელია. ზოგადად, ბავშვებში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და იმედია, ასე გაგრძელდება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)