|
2020-03-11 16:33:08, 2293 ნახვა
რეგიონი
სოფელ რატევანში შიდა საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფელ რატევანში, შიდა საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 1 550 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება და სანიაღვრეები მოეწყობა. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი სრული ღირებულება 766 994.8 ლარია. „სულ მალე სოფელ რატევნის მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული გზის პრობლემა მოუგვარდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს. წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რატევნის გარდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელშია დაგეგმილი. გზების რეაბილიტაცია ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)