|
2020-03-11 12:03:22, 1530 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელი მოეწყობა
„ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელი მოეწყობა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ (GWP) ერთად, პროექტი დეტალურად დამუშავდა, რომლის ფარგლებშიც, სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. „ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური თემა იყო თბილისის ზღვის მიმდებარედ, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე არასაყოფაცხოვრებო ობიექტების წყალარინების სისტემა, რადგან გარკვეულწილად, მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურება ხდებოდა. ამ თემაზე მუნიციპალიტეტის მერიამ და შესაბამისმა სამსახურებმა საკმაოდ ბევრი იმუშავა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა კი, რომელიც აღნიშნულ საკითხზე მუშაობის დროს გამოიკვეთა, ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლება იყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალანირების სისტემა არ არსებობს, რაც მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. წყალარინების ქსელის მოსაწყობად რამდენიმე ათეული მილიონი დაიხარჯება“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს მითითება მისცა, არ დაიშურონ ძალისხმევა, რომ პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარე წელს განხორციელდეს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)