23:52 - 18 Jul, 2026
|
2020-03-10 14:39:50, 2493 ნახვა
სამართალი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს, დავით შაკიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვდა. მოსამართლეს თხოვნით მიმართა ბრალდებულმაც, რომელმაც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენება მოითხოვა. ცნობისთვის, პროკურორი დავით შაკიაშვილი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. შაკიაშვილი ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამს 50 000 ლარის ოდენობით მოითხოვდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)