|
2020-03-09 13:28:43, 1824 ნახვა
საზოგადოება
პროფესიული გადამზადების პროგრამა - „ისწავლე და დასაქმდი“ დაიწყო
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან ერთად, პროფესიული გადამზადების მასშტაბური პროგრამა - „ისწავლე და დასაქმდი“ დაიწყო. პროგრამის მიზანი შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობაა. პროგრამა ტურიზმის, მომსახურებისა და სამშენებლო სექტორში თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების კურსების განხორციელებას ითვალისწინებს. სასწავლო კურსებს თბილისის მერია სრულად აფინანსებს. თითოეულ სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა ორ თვეს შეადგენს. სასწავლო პროცესი, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. პროფესიული სწავლების მიმართულებები: ა.(ა)ი. პ. კოლეჯი „იკაროსი“
ს. ს.ი.პ. კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“
ს. ს.ი.პ. კოლეჯი „მერმისი“
ს. ს.ი.პ. კოლეჯი „სპექტრი“
სხვადასხვა მასალის დამუშავება თანამედროვე CAM პროგრამების გამოყენებით, 3D მოდელირება და რთული მრავალკომპონენტიანი ნაკეთობების პროექტირება. შერჩევის კრიტერიუმები:
შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება: სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანის ოჯახის წევრებს, მარჩენალდაკარგულებს, დედით ან მამით ობოლ პირებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს. პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი. პროგრამებზე რეგისტაცია მიმდინარეობს, როგორც ელექტრონულად (პროგრამაში მონაწილე კოლეჯების ვებგვერდებზე), ისე კოლეჯებში. რეგისტრაციის ვადები: 2020 წლის 9 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით. რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროგრამაში მონაწილე პროფესიულ კოლეჯებს: სპექტრი - http://www.spectri.org მის: ბესარიონ ჭიჭინაძის ქ N10; ტელ: 2 40 16 87; 577 752 474; 577 17 16 76; იკაროსი - http://www.icarus.ge მის: მარშალ გელოვანის გამზ. N4; ტელ: 032 2 37 39 81; 577 200 742; 577 500 441; მერმისი - http://www.mermisicollege.edu.ge მის: დ. გურამიშვილის ჩიხი N 9/ა; ტელ: 2 14 78 87; 577 504 474; გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი - www.profgldani.ge მის: გლდანი მე-5 მკ/რ, ხიზანიშვილის ქუჩა (ახალი საცურაო აუზის მიმდებარედ). ტელ: 032 2 14 03 14; 570 50 30 01;
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)