|
2020-03-08 16:36:43, 2059 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 100 ქალი ფლობს
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 100 ქალი ფლობს. მათ შორის არიან: ქალი პილოტი - 5, ქალი ავიამეთვალყურე - 9 და ქალი ბორტგამყოლი - 86. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ფრენის უსაფრთხოების 34 ინსპექტორს შორის 9 ქალია. აღსანიშნავია, რომ ქალი ავიასპეციალისტების რიცხვი საქართველოში იზრდება. შარშან ამ დროს, ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 83 ქალი ფლობდა, აქედან 3 პილოტი და 69 ბორტგამყოლი, ხოლო 2018 წელს 62 (აქედან 1 პილოტი, 51 ბორტგამყოლი). გარდა აღნიშნული სპეციალობებისა/პოზიციებისა, სამოქალაქო ავიაციის სფეროში, ქალები დასაქმებულები არიან სხვა, არანაკლებ საპასუხისმგებლო მიმართულებებით, მენეჯერულ, ადმინისტრაციულ თუ დამხმარე პოზიციებზე. თუმცა, ისეთ ტექნიკურ დარგში, როგორიც ავიაციაა ქალების საერთო რაოდენობა, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში კვლავ ძალიან მცირეა. #ICAO სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით ქალი პილოტების წილობრივი რაოდენობა მფრინავების საერთო რაოდენობის დაახლოებით 5%-ია. კიდევ უფრო ნაკლებია საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით დასაქმებული ქალების რაოდენობა. ყველაზე მეტი ქალი კი ბორტგამყოლად მუშაობს (დაახლოებით 79%). ICAO-ს პროგნოზებით, 2034 წლისთვის, მსოფლიოში საჰაერო მიმოსვლის გაორმაგებაა მოსალოდნელი. ავიასპეციალისტების დეფიციტურობის გათვალისწინებით, ICAO მოუწოდებს ქვეყნებს და საავიაციო ინდუსტრიას ხელი შეუწყონ გენდერული თანასწორობის განმტკიცებას, ქალთა თანასწორუფლებიან ჩართულობას და შესაძლებლობების რეალიზაციას საავიაციო სექტორში. ორგანიზაცია საავიაციო სასწავლო დაწესებულებებს, ავიასაწარმოებსა და საავიაციო ხელისუფლებებს ასევე მოუწოდებს აწარმოონ შემეცნების ასამაღლებელი კამპანიები ქალებში ავიაციისა და STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, საინჟინრო საქმე, მათემატიკა) განათლების პოპულარიზაციის მიზნით.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)