|
2020-03-07 12:25:04, 1862 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ინფექციამ არ იცის ვინ ვისი შვილია და ყველას თანაბრად ეხება
„არაფერი დასამალი არ არის, ჩემი შვილი კონტაქტირებულია იმ კლასტერთან, როიმელიც იტალიიდან დაბრუნდა“, - ამის შესახებ დაავადება თა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, იტალიიდან დაბრუნებული მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, მისი შვილის თანამშრომლები არიან. „არაფერი დასამალი არ არის. ჩემმა შვილმა თავად გაავრცელა ინფორმაცია. ეს მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და უფლებაა. ინფექციამ არ იცის ვინ ვისი შვილია და ყველას თანაბრად ეხება. ჩემი შვილი არის კონტაქტირებული იმ კლასტერთან, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა. ისინი გახლავთ მისი თანამშრომლები და ამაში დასამალი არაფერია. ეს ადამიანები ორშაბათს იყვნენ სხდომაზე ჩემ შვილთან ერთად და დიდი ალბათობით, აქედან მოხდა დაინფიცირება. ჩემს შვილს, ბოლო ორი დღეს, როდესაც სიმპტომი გაუჩნდა, იყო თვითიზოლირებული. პირველი ტესტი იყო საეჭვო და ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ მისი კვლევა კიდევ რამდენჯერმე ჩაგვეტარებინა. გუშინ დადასტურდა ვირუსი და გვიან ღამით გადაყვანილი იქნა. მისი ყველა კონტაქტი თავად ჩამოთვალა და გაუგზავნა დაავადებათა კონტროლის ცენტრს. ამ კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს ინტენსიურად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. ამის შესახებ მან „ფეისბუქზე“ თავად დაწერა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)