|
2020-03-07 12:24:37, 1813 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში უნდა გვქონდეს მეტი სიფხიზლე და მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა
„პანიკას ნუ მივეცემით, პანიკის საფრთხე და საფუძველი არ არის. უნდა გვქონდეს მეტი სიფხიზლე ქვეყანაში და უნდა გვქონდეს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისი თქმით, „ყველა ადამიანმა, ვინც არის თვითიზოლაციაში, უნდა გაითავისოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე და არ დაარღვიონ თვითიზოლაციის წესები“. „პანიკას ნუ მივეცემით, პანიკის საფრთხე და საფუძველი არ არის. უნდა გვქონდეს მეტი სიფხიზლე ქვეყანაში და უნდა გვქონდეს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. არ დავმალოთ სიმპტომები, როცა ჩვენ ვბრუნდებით, ჩემს მიერ დასახელებული ქვეყნებიდან. განსაკუთრებით ჩვენთვის დღეს ყველაზე დამაზიანებელია იტალია, საიდანაც ჩვენი ძალიან ბევრი თანამემამულე ბრუნდება და დიახ, ისინი უნდა შემოვიდნენ ქვეყანაში. ფრენები აკრძალვის შემდეგ საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა ჩვენი თანამემამულეებს მიეცეთ საშუალება საქართველოში დაბრუნების, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩამოსვლის შემდეგ უნდა გაიარონ ორკვირიანი კარანტინი, რათა უზრუნველყონ პირველ რიგში, საკუთარი თავის ჯანმრთელობა და მეორე, არ იყვნენ ინფიცირების წყარო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძე.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)