|
2020-03-06 17:38:45, 1778 ნახვა
საზოგადოება
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი „აჭარის ტელევიზიაში“ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
„აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები აზარალებს არა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, - ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრებმა განაცხადეს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საარჩევნო წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა, შესაბამისად შექმნილი ვითარება ბადებს ეჭვებს, რომ მთავრობა არჩევნების წინ ცდილობს საინფორმაციო საშუალებების მონოპოლიზებას. „აღმაშფოთებელია ფაქტი, რომ არხის ახალი მენეჯმენტი სრულ იგნორირებას უკეთებს არა მხოლოდ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების განცხადებებს, როგორიცაა რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, არამედ სახალხო დამცველის მოწოდებებს, ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და საკუთარი თანამშრომელების პროტესტს. არხის სარედქციო საქმიანობისგან ხდება იმ ადამიანების ეტაპობრივი ჩამოცილება, ვინც, მონაწილეობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტური პროდუქტის შექმნაში, რაც არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზციის მიერ შეფასდა როგორც მიუკერძოებელი და ობიექტური. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თანამშრომელთა ნაწილმა 2 მარტს გაფიცვა დააანონსა და ელოდება მედიაციის შედეგებს. სრულიად გაურკვეველია, თუ როგორ წარიმართება პროცესები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში. საარჩევნო წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა, შესაბამისად შექმნილი ვითარება ბადებს ეჭვებს, რომ მთავრობა არჩევნების წინ ცდილობს საინფორმაციო საშუალებების მონოპოლიზებას. საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრები სოლიდარობას ვუცხადებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ამგვარ ჩარევებს წინააღმდეგობას უწევენ. მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, განახორციელონ ქმედითი მხარდაჭერა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების მიმართ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)