|
2020-03-04 13:52:44, 4875 ნახვა
სხვადასხვა
საკარანტინო სივრცესა და თვითიზოლაციაში მყოფ დასაქმებულებს გაცდენილი სამუშაო დღეები აუნაზღაურდებათ
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ დასაქმებულებს გაცდენილი სამუშაო დღეები აუნაზღაურდებათ. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტრომ განუცხადა. მათი ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო, იმ პირებზე ვინც კორონავირუსის პრევენციის მიზნით კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან საავადმყოფო ფურცლის ტოლფას ცნობას გასცემს. აღნიშნული დოკუმენტი დამსაქმებლებისთვის ხელფასის გაცემის საფუძველი იქნება და შესაბამისად დასაქმებულ ადამიანებს სრულად აუნაზღაურდებათ გაცდენილი სამუშაო დღეები. ცნობის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია სამინისტროს ელექტრონული ფოსტის მისამართზე - info@moh.gov.ge მიმართოს. ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ეკატერინე ადამიას განმარტებით, ცნობის გაცემა ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ მოხდება. „მოგეხსენებათ კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში ხორციელდება ეფექტური პრევენციული ღონისძიებები, რაც გულისხმობს კონტაქტში მყოფი პირების იზოლაციაში მოთავსებას. იგულისხმება, როგორც თვითიზოლაცია, ასევე საკარანტინო სივრცეებში მოთავსება. ვინაიდან ამ პირებს შორის არის ბევრი დასაქმებული და ექმნებათ გარკვეული პრობლემები, ჩვენს ნორმატიულ დოკუმენტებში გათვალისწინებულია ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ამ პირებისთვის, სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, საავადმყოფო ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი ძალის დოკუმენტის გაცემას. აღნიშნულის საფუძველზე მათ სრულად ექნებათ შესაძლებლობა, რომ აუნაზღაურდეთ განაცდური დღეების საფასური. სამინისტროს მონიტორინგის სამსახური ჩართულია, როგორც თვითიზოლაციაში მყოფი პირების, ასევე საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირების დაკვირვების პროცესში და ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავცეთ ეს ცნობა“, - აღნიშნა ეკატერინე ადამიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)