|
2020-03-03 17:50:02, 1482 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ლუგარის ცენტრში კორონავირუსზე გამოსაკვლევად შესული 23-ვე ნიმუშის პასუხი უარყოფითია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ცენტრში კორონავირუსზე გამოსაკვლევად შესული 23-ვე ნიმუშის პასუხი უარყოფითია. მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 2 დღის განმავლობაში არ გაზრდილა. „საქართველოში თებერვლის დასაწყისიდან 217 ადამიანი იქნა გამოკვლეული, რომელთაგან კორონავირუსი მხოლოდ სამს დაუდასტურდა. ბოლო ორი დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ გვაქვს. დღეს ლუგარის ლაბორატორიაში სხვადასხვა საავადმყოფოებიდან შესული იყო 23 ნიმუში და მათი ყველა პასუხი იყო უარყოფითი. ამჟამად ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ არის 6 ნიმუში და ველოდებით მათ პასუხებს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. „საქართველოში თებერვლის დასაწყისიდან დაფიქსირებული იქნა 217 შესაძლო შემთხვევა, რომლებიც იყვნენ და არიან დაკვირვების და კვლევის ფაზაში. აქედან დაფიქსირდა მხოლოდ სამი დადებითი შემთხვევა. ბოლო ორ დღეში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სამივე ავადმყოფი, რომლებიც მოთავსებულია ბოქსირებულ კლინიკებში თავს კარგად გრძნობენ. მცირე სიმპტომები შეიმჩნევა ერთთან, თუმცა ზოგადი კლინიკური მდგომარეობა სამივე ავადმყოფისთვის დამაკმაყოფილებელია. კარანტინში იმყოფება 150-მდე ადამიანი. დღეს დილიდან ლუგარის ცენტრში გამოსაკვლევად შესული იყო 23 ნიმუში სხვადასხვა საავადმყოფოებიდან, ძირითადად კი ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან. ყველა ნიმუშის პასუხი გახლავთ უარყოფითი. ამჟამად შესულია დამატებით 6 ნიმუში და მიმდინარეობს მათი კვლევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)