|
2020-03-03 12:12:01, 1099 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური საკარანტინო სივრცეში მგზავრთა გადაყვანის პროცესის კოორდინაციასა და მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს
„საკარანტინო სივრცეში მგზავრთა გადაყვანის პროცესის კოორდინაციასა და მონიტორინგს შემოსავლების სამსახური 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს“, - ამის შესახებ საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების რისკების მინიმალიზაციის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალა მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან (ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია) ჩამოსული მგზავრების, სპეციალურად მოწყობილ საკარანტინო სივრცეში გადაყვანის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ელგუჯა ბერანძის თქმით, საქართველოს მასშტაბით, საკარანტინო სივრცეები, (საველე კარვები) ყველა საერთაშორისო აეროპორტსა და საბაჟო გამშვები პუნქტების მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა. ,,შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირების (ექიმი-ეპიდემიოლოგები) მიერ ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ საეჭვო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, მგზავრები მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, დროებით საველე კარვებში განთავსდებიან", - განაცხადა ელგუჯა ბერანძემ. როგორც მან აღნიშნა, მგზავრთა გადაადგილების შესახებ ინფორმაციის დამუშავების პროცესში, შემოსავლების სამსახური 24-საათიან რეჟიმში, კოორდინირებულად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)