|
2020-03-02 14:01:09, 1689 ნახვა
კომენტარი
ჭიჭინაძე საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებებზე - გადაგდებული ხალხის ხარჯზე დადიან სადილებზე?!
„რაც ხალხმა საკუთარი ღირსებით და სისხლის ფასად მოიპოვა, იმაზე არ შეიძლება არც მთავრობასთან ივაჭრო კაბინეტებში და არც სადილებზე გაცვალო უცხოელ პარტნიორებთან“, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა , დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვინც დღეს „ოცნებასთან“ ერთად კაბინეტებში ჯდება, არც ხალხი აინტერესებს და არც მათი მონაპოვარი, ისინი მხოლოდ საკუთარი გადარჩენის საშუალებას ეძებენ. „რაც ხალხმა საკუთარი ღირსებით და სისხლის ფასად მოიპოვა, იმაზე არ შეიძლება არც მთავრობასთან ივაჭრო კაბინეტებში და არც სადილებზე გაცვალო უცხოელ პარტნიორებთან, რადგან პროპორციული არჩევნები კაბინეტებში, სადილებზე და ვახშმებზე არ მიუღიათ! 20 ივნისის შემდეგ „ოცნებამ“ ხალხი გადააგდო და ვინც დღეს მათთან ერთად კაბინეტებში ჯდება, მათ არც ხალხი აინტერესებს და არც მათი მონაპოვარი, ისინი მხოლოდ საკუთარი გადარჩენის საშუალებას ეძებენ - ერთმანეთთან ვაჭრობით და უცხოელი პარტნიორის გადაწყვეტილებით, ვის მხარეს აირჩევს, რადგან ზუსტად იციან რომ ხალხი მათ მხარეს აღარასოდეს დადგება. ამიტომ, ხალხის ინტერესების კულუარულად განხილვა ამორალური მგონია! მითუმეტეს, რომ ამ შეხვედრებზე პრაქტიკულად ყველაფერი „ევროული საქართველოს“ დომინაციით მიმდინარეობს - პარტია, ვისაც ხალხის ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს. ანუ, არავის აქვს იმის უფლება, რომ მთავარი მამოძრავებელი ძალა -ხალხი - თამაშიდან გაიყვანოს. ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ ჯერ ხალხს უნდა ჰკითხოს, აქვთ თუ არა მათ სადმე წასვლის და მათი სახელით, მათთვის გადაწყვეტილების მიღების უფლება და მხოლოდ ამის შემდეგ დასხდნენ, თუნდაც სადილებზე და თავის წარმოჩენას შეეცადონ. დღევანდელ რეალობაში კი, ერთი რამ იკვეთება, რომ ხალხი, ამ ე.წ. პოლიტიკური ელიტისთვის“ მხოლოდ საარჩვნო მასალაა და მეტი არაფერი. მოკლედ, ჩვენი პოლიტიკური ელიტის კლასი კი ძალიან დაბალია, მაგრამ ხალხია სამაგიეროდ ბრძენი და ეს შემოდგომაზე გამოჩნდება“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)