|
2020-02-29 14:16:49, 965 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, 30 კორპუსში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, 30 საცხოვრებელ კორპუსში სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი ცოტნე დადიანის ქუჩა N261-ში ხორციელდება, სადაც 1 800 კვ.მ ფართობზე კორპუსის დაზიანებული სახურავი ახლით შეიცვალა. სახურავის რეაბილიტაცია 1 100 კვ.მ ფართობზე ასევე, გურამიშვილის გამზირის N35 ვ-ში მიმდინარეობს. ორივე მისამართზე წყალსაწრეტი მილებიც იცვლება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. გამგებელი ორივე კორპუსში მცხოვრებ მოქალაქეებსაც შეხვდა. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ კორპუსებში სახურავები და წყალსაწრეტი მილები ამორტიზებული იყო, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. პროექტების განხორციელებით, არსებული პრობლემა 68 ოჯახს მოუგვარდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნულ მისამართებზე მიმდინარე სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 88 840 ლარი გამოყო.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)