|
2015-08-02 14:22:28, 1772 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე: გიორგი მღებრიშვილმა ჩვენს მთავრობაში ძალიან ძლიერი და კარგი რეფორმატორის სახელი დაიმკვიდრა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, გიორგი მღებრიშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად მუშაობის პერიოდში, მთავრობაში ძალიან ძლიერი ხელმძღვანელისა და კარგი რეფორმატორის სახელი დაიმკვიდრა. მისივე თქმით, უხარია, რომ შსს-ს სათავეში სწორედ, გიორგი მღებრიშვილი ჩაუდგება. რაც შეეხება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად კახა კახიშვილის დანიშვნის გადაწყვეტილებას, ბაქრაძის შეფასებით, მისასალმებელია, რომ მიმდინარე პროცესებში სამოქალაქო საზოგადოება კიდევ უფრო მეტად ჩართული იქნება. "გოგამ ძალიან დიდი ხანია დაიმკვიდრა ჩვენს მთავრობაში, როგორც ძალიან ძლიერმა ხელმძღვანელმა, კარგმა რეფორმატორმა სახელი, ადგილი.მიხარია, რომ ამ დიდ და საპასუხისმგებლო საქმიანობას ჩაუდგება სათავეში.კახას უკვე დიდი ხანია ვიცნობ და ძალიან მიხარია, რომ სამოქალაქო საზოგადოება კიდევ უფრო მეტად ჩართული იქნება",-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)