|
2020-02-29 11:05:53, 1068 ნახვა
საზოგადოება
„Freedom Barometer“ ანგარიშის მიხევდით საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაიზარდა
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის პროექტის „freedom barometer“-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაიზარდა და ქვეყანა სიტყვის თავისუფლების კუთხით წამყვან პოზიციას იკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს 2018 წელს 5 ქულა ჰქონდა, რაც 2019 წელს 2.1 გაიზარდა და 7.1 ქულა მიიღო. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პრესის თავისუფლება საქართველოში კონსტიტუციითაა დაცული, რაც ბოლო წლებში პრაქტიკაში სრულდება. „Freedom Barometer“-ის ანგარიშში წერია, რომ მცირე პრობლემების მიუხედავად, ქვეყანაში დაცულია სიტყვის თავისუფლება, მოქმედებს სამაუწყებლო, ბეჭდური და ონლაინ მედია, მოქალაქეებს კი მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ. ამას გარდა, ანგარიშში ნახსენებია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ თან მიმართებაში და იქვე აღნიშნულია, რომ სწორედ „რუსთავი 2“-ის ბაზაზე ქვეყანაში ძალიან მარტივად ორი ახალი ოპოზიციური არხი „მთავარი“ და „ფორმულა“ შეიქმნა . „Freedom Barometer“-ის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ყველაზე მეტი ზრდა საქართველოს ჰქონდა და 45 ქვეყანას შორის წინა წელთან შედარებით, ზრდის ტემპის თვალსაზრისით, ყველა ქვეყანაზე უკეთესი შედეგი აჩვენა, რის შედეგადაც, თავისუფალი ქვეყნების რეიტინგში 69.10 ქულით 27 ადგილზეა. 2018 წელს საქართველო 64.10 ქულით 28 ადგილს იკავებდა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)