|
2015-08-01 17:14:53, 1028 ნახვა
სამხედრო
თინათინ ხიდაშელი გორის სამხედრო ჰოსპიტალს ეწვია
თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დასავლეთ საქართველოში დისლოცირებული ბაზების შემდეგ გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალს ესტუმრა. უწყების ინფორმაციით, მინისტრს გორის ჰოსპიტალის ხელმძღვანელმა რევაზ კუჭუხიძემ სამედიცინო დაწესებულების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და შესაბამისი პრეზენტაციაც წარუდგინა. თინათინ ხიდაშელმა რეპორტიორებთან ერთად ჰოსპიტალის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა და სამხედრო ჰოსპიტალში მენეჯმენტსა და მართვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჰოსპიტალის კონცეფციის გადახედვა იგეგმება, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. "საავადმყოფოს პრინციპი შესაცვლელია. სამხედრო საავადმყოფო რომ უნდა გვქონდეს, ამას არავინ ეწინააღმდეგება. მეტიც, სტატუსით სამხედრო ექიმებიც უნდა გვყავდეს. უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამედიცინო ინსტიტუტებს, რომ ამ სპეციფიკითაც მოამზადონ კადრები. ამჯერად, ჰოსპიტალსა და კონკრეტულ უნივერსიტეტს შორის შეთანხმებით მხოლოდ ხუთი ექიმის გადამზადება ხდება. პრობლემები არსებობს მენეჯმენტის კუთხით, მცდარი მიდგომები ჩანს მართვაშიც და ეს ასეა ჰოსპიტალის დაარსების დღიდან. სამედიცინო სერვისის კონცეფცია ფუნდამენტურად არის შესაცვლელი ჯართან დაკავშირებით. ბათუმშიც გვითხრეს ერთი მაგალითი, ადლიაში გრიპი რომ შეხვდეს ჯარისკაცს, სამკურნალოდ აქ უნდა წამოიყვანონ და ამხელა გზაზე, შესაძლოა, ფილტვების ანთებაც დაემართოს. სწორედ, ამიტომ არის საჭირო ფუნდამენტური ცვლილებები“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. თინა ხიდაშელის შეფასებით, სხვა მხრივ, თავად ჰოსპიტალში ნორმალური ვითარებაა და პერსონალი დაკისრებულ მოვალეობას ადეკვატურად და კვალიფიციურად უმკლავდება, თუმცა, უკეთესის მიღწევა ყოველთვის არის შესაძლებელი. დღესვე თინათინ ხიდაშელმა გორის სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებში დაღუპული ექიმების მემორიალი გვირგვინით შეამკო. სამხედრო ჰოსპიტალში ვიზიტით თავდაცვის მინისტრისა და მედიის წარმომადგენლების ტური დასრულდა. მინისტრი დასავლეთ საქართველოში მდებარე სამხედრო ბაზებზე ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. თინა ხიდაშელმა რეპორტიორებთან და რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან ერთად ბათუმის, სენაკის, ხონის, ქუთაისის და საჩხერის სამხედრო ბაზები დაათვალიერა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)